понедельник, 30 ноября 2009 г.

მე და ქუჩა


1. პროექტის სახელი: მე და ქუჩა
2. პროექტის მოკლე აღწერა: რა როლს თამაშობს ქუჩა მოზარდების ცხოვრებაში. როგორ აბოროტებს ბავშვს ქუჩაში გაბატონებული ,,ჯუნგლის კანონი",როგორ ხდება ადამიანი სასტიკი და რა შველის მას, რა შეიძლება დავუპირისპიროთ ძალადობას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ქმნიან მუშა-ჯგუფებს. ინაწილებენ დავალებებს სხვადასხვა სკოლებისა და უბნების მიხედვით, სკოლის დირექტორებისაგან, ქუჩაში გამვლელებისაგან, უფროსი ტაობის ცნობილი წარმომადგფენლებისაგან იღებენ ინტერვიუს. შეადგენენ ფოტოალბომს ,,მე და ქუჩა"სარჩევით : 1. ქუჩა, 2. მოზარდების აზრი ქუჩაზე, 3. რომის ქუჩა, 4. დავიცვათ წესები, 5. საჭირო ტელეფონები, 6. თამაში მანქანით მგზავრობისას, 7. თამაში- ფეხით სოფელში. დაამზადებენ და დაარიგებენ ქუჩაში ბუკლეტებს: არა-სიკვდილს! გადავყაროთ დანები. გადავყაროთ სიგარეტები. მოსწავლეები იკვლევენ მწერალთა შემოქმედებაში როგორ არის აღწერილი ეს თემა და აწყობენ დისკუსიებს. დადგამენ სპექტაკლს. დამზადდება პლაკატები. მოეწყობა გამოფენა. მოამზადებენ ვიდეო მასალას ქუჩაში უსაქმოდ მდგარ ახალგაზრდობაზე, ჩხუბსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე, ინტერვიუ სანდრა რულოვსთან.
4. მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ინტერვიუების მომზადება, ფოტო და ვიდეო მასალა, ჩანახატების გაკეთება. სტატიის გამოქვეყნება გაზეთში. სიმღერის ტექსტის შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:გამოფენა, პლაკატები, ფოტოალბომი,გაზეთის გამოშვება, ფოტოები, ვიდეომასალა, ინტერვიუები ცნობად სახეებთან, პრეზენტაცია, სპექტაკლი, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით, ლიტერატურული მოზაიკა.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაიგებენ, თუ რა როლს თამაშობს ქუჩა მოზარდების ცხოვრებაში, რა როლი ჰქონდა წინა თაობებში ქუჩას, როგორ აისახება ეს სამყარო ლიტერატურაში. განსხვავდება თუ არა სხვადასხვა დროისა და თაობის წარმოდგენები ქუჩაზე ერთმანეთისაგან. როგორია ,,ქუჩის ბიჭი" ცხოვრებასა და ლიტერატურაში, გაიხსენებენ ფილმს, სპექტაკლს, ნახატებს, რომელშიც ეს პრობლემა ჩანს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა-ეცნობიან ქუჩას, სვამენ კონკრეტულ საკითხს, ისმენენ სხვის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის(სპექტაკლი) საშუალებით წარუდგენენ აუდიტორიას.ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, დისკუსიის წარმართვა. რელიგია-მართლმადიდებლური ზნეობა. საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 83-ე საჯარო სკოლა, 106-ე საჯარო სკოლა.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ციცო ყურაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: cxeniswyali@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: cico-qucha.blogspot.com